|
|
|
|
ისრაელის ქართულენოვანი სატელევიზიო არხი 2004 წლის 28 აპრილიდან მაუწყებლობს.
მისი დამფუძნებელია საპროდიუსერო კომპანია "არტ მასტერ გრუპი" ისრაელის ქართულენოვანი სატელევიზიო არხის გენერალური დირექტორია მორის ჯანაშვილი.
სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი რეჟისორი სოსო იოსებაშვილი.
არხის უმთავრესი პრიორიტეტებია: წარმოდგენილი პროდუქციის მაღალი ხარისხი, მომწოდებლებთან და კლიენტებთან თვისობრივად ახალი ურთიერთობების დამყარება, ტელესიგნალის გავრცელება ისრაელის თითქმის მთელ ტერიტორიაზე და მაქსიმალურად ფართო აუდიტორიის დაინტერესება.
სატელევიზიო არხის ტექნიკურ ხარისხს ისრაელის უახლესი სატელევიზიო კავშირგაბმულობის უპირობო ლიდერი "RR Sat "უზრუნველყოფს.
ისრაელის ქართულენოვანი სატელევიზიო არხის გადაცემათა სამაუწყებლო ბადეში განსაკუთრებული ადგილი აქტუალურ, გასართობ, შემეცნებით და მუსიკალურ პროგრამებს ეთმობა მაუწყებლობა ხორციელდება 24 საათიან რეჟიმში. www.nrg.co.il/online/4/ART1/531/468.html
www.nrg.co.il/online/4/ART1/485/053.html
www.nrg.co.il/online/4/ART/730/974.html
|
|
|